Friday, April 29, 2011

გამოყენებული ლიტერატურა

შამათავა, პ.
ტელევიზია და რადიო: შემოქმედებითი პრობლემები : [საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მუშაობის მიმოხილვა] / პ. შამათავა // საქართველოს კომუნისტი. - , 1976. - N1. - გვ.86-90[MFN: 175912]
UDC: 621.396 + 621.397](479.22)
Headings of Chronicle: კავშირგაბმულობა; საქართველო; რადიო; ტელევიზია.

ტელემაუწყებლობის ისტორია

ტელემაუწყებლობის მოკლე ისტორია და საქართველო

მსოფლიოში ტელევიზიის განვითარების დასაწყისად ითვლება 1875-1877 წლები, როდესაც მოძრავი ობიექტის გამოსახულების სიგნალის მიღებისა და გადაცემის ძირითადი პრინციპები იქნა შემუშავებული.
ტერმინი ”ტელევიზია” პირველად რუსმა ინჟინერმა კ.პერსკმა სართაშორისო კონგრესზე, პარიზში 1900 წელს გამოიყენა, თავის მოხსენებაში ”ელექტრონული ტელევიზია”.
· 1925-1926 წლებში ინგლისში და აშშ-ში მოეწყო გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება.
· 1928-1931 წლებში კი გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება სსრკ-შიც განახორციელეს.
· ამჟამდ არსებობს ტელემაუწყებლობის სხვადასხვა სტანდარტი: SEKAM-3,PAL, NTSC და სხვა.
· ტელევიზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვარგარეთის სპეციალისტებს.პირველი სატელევიზიო გადამცემი და მიმღები შეიმუშავა პორტუგალიელმა მეცნიერმა დე პაივამ.
· ტელევიზიის ელექტრონული სისტემის შექმნის იდეა წამოაყენა ინგლისელმა ინჟინერმა კ.სუინტონმა.
· 1934 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში მოეწყო გამოსახულების ხარისხის ჩვენება, სადაც გამოყენებული იყო ს. კატაევის მიერ შემუშავებული გადამცემი მილი.
· 1934 წლის 15 ნოემბერს პირველად სსრკ-ში მოეწყო ტელეგადაცემა ბგერითი თანხლებით.
· ტელემაუწყებლობა სსრკ-შიომის გამო შეწყდა 1941 წლის 1 აპრილს.
· ტელეგადაცემები მოსკოვში აღდგა 1945 წლის 7 მაისს და ეს იყო პირველი ევროპაში.


· 1953 წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროეტება თბილისში, რომელიც უნდა განთავსებულიყო მთაწმინდის ზედა პლატოზე. პროექტის განხორციელებაში, ტელეცენტრისა და ტელეანძის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ დროს წამყვან სპეციალისატებს: კ.კოტრიკაძეს, ი.ძაგნიძეს, ა.ლორთქიფანიძეს, ვ.ლორთქიფანიძეს.
· 1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე პროექტის შესაბამისად დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა.ანძის სიმარლე 185 მეტრი იყო, ხოლო ტურნიკენტულ ანტენასთან ერთად მისი სიმაღლე შადგენდა 192 მეტრს. (ეს ანძა მაშინ სსრკ-ში ყველაზე მაღალი იყო). იქვე აშენდა სასტუდიო სააპარატო ბლოკი, რომელიც შედგებოდა ერთი 50 კვ.მ სტუდიისაგან. გარდა ამისა, იყო ერთი სასტუდიო და ორი კინოარხი. ამ დროისათვის შეძენილი იყო ერთი მოძრავი სატელევიზიო სადგური პტს-42. ანძაზე განთავსებული ანტენისათვის დამონტაჟდა სატელევიზიო გადამცემი ტტრ-5/2,5 5 კვტ სიმძლავრით და 1956 წლის ნოემბერში მეოთხე მეტრული სატელევიზიო არხით დაიწყო საცდელი გადაცემები.

· 1956 წლის 28 დეკემბერს გაზეთი ”კომუნისტი” წერდა”თბილისში იხსნება ტელესტუდია”. ამ მოვლენამდე 6 თვით ადრე თბილისში და რუსთავში გაიყიდა 3500 ტელევიზორი (რა თქმა უნდა შავ-თეთრი). ტელევიზორის ფასი 200 მანეთი იყო.
· 1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიოპროგრამების რეგულარული გადაცემები.
· თბილისის პირველ ტელემაყურებლებს წარმოადგენდნენ მეზობელთა ჯგუფები, ანუ სამეზობლო. იტალიურ ეზოებში გამოტანილი იყო ტელევიზორი, რომელსაც მეზობლები კოლექტიურად უყურებდნენ. ამ დროს ადამიანები განცვიფრებაში მოჰყავდა ტელევიზორს, როგორც ტექნიკის ფენომენს. ესთეტიური სიამოვნება მეორე პლანზე იყო გადაწეული.